საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული ბსუ-ში

სურათი

საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. 14 ივლისს, 16:00 საათზე, ბსუ-ს წინ (ბულვარის მიმდებარე ტერიტორია) ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ბულვარისა და აჭარის ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება გაიმართება.  

მონაწილეები:

  •   ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  •   ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია
  •   აჭარის ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია
  •   სკოლა ევრო 2000
  •   ქართულ-ამერიკული სკოლა

ღონისძიების პროგრამა:

  • ძველი ბათუმისა და საფრანგეთის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოგამოფენა (ბათუმის ბულვარი)
  • ფაბლაბ ბსუ-ს ნამუშევრების გამოფენა
  • ფრანგული ლიტერატურის პერსონაჟების გუაშით ხატვა (ქართულ-ამერიკული სკოლა)
  • სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა (სკოლა ევრო 2000)
  • ქართული და ფრანგული მუსიკალური ნომრები (ბსუ ბენდი, ბავშვთა მუსიკალური ანსამბლი, ირაკლი კორიფაძე, ეთერ ხალვაში, ლუკა ზუხუბაია, ნინო ნიშნიანიძე)
     

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა