გამოფენა „ქალაქების შეჯამება, ევროპული მოედნები და მათი ისტორიები“

სურათი

ბსუ-ში ფოტოგამოფენა „ქალაქების შეჯამება, ევროპული მოედნები და მათი ისტორიები“ რექტორმა მერაბ ხალვაშმა და საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რადუ-ლივიუ ჰორუმბამ გახსნეს.  კატალინ დ. კონსტანტინის ნამუშევრები მოედნების გეოგრაფიული სივრცეს ეძღვნება და მიზნად ისახავს ევროპის ცნობილი ქალაქების საჯარო მოედნების კულტურული და ანთროპოლოგიური ასპექტების წარმოჩენას. გამოფენა ევროპის ურბანულ მოედნებს შეცვლილ პერსპექტივაში წარმოადგენს. გამოფენილია პროფესიონალური დრონით გადაღებული ფოტოები.

ურბანული მოედანი ევროპული ისტორიული და არქიტექტურული ფენომენია. მოედნები არ არსებობენ თავისთავად და დამოუკიდებლად, ისინი წარმოადგენენ დასახლების ცენტრს, რაც განსაზღვრავს მოედნის თავისებურებას.

გამოფენას აქვს ორგვარი დატვირთვა: არქიტექტურული და ანთროპოლოგიური, ვინაიდან მოედანი გააზრებულია საცხოვრებელ ადგილად, სადაც ერთმანეთს ერწყმის საზოგადოება და ქალაქის ისტორია. მოედანი არის სივრცე, რომელიც განპირობებულია არა მხოლოდ მისი შემომსაზღვრელი შენობებით, არამედ, ამ შენობების ისტორიითა და მათთან დაკავშირებული ადამიანებით.

გამოფენა „ქალაქების შეჯამება, ევროპული მოედნები და მათი ისტორიები“ ბსუ-ში 13 ივლისამდე გაგრძელდება.

ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში  რუმინეთის საელჩოს ორგანიზებით იმართება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა