ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ექსპოზიციას „ლატვიის საუკუნე“ მასპინძლობს. გამოფენა ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ლატვიის ელჩმა საქართველოში ინგრიდა ლევრენმა გახსნეს. „ლატვიის საუკუნე“ უნივერსალური პროექტია, ქვეყნის ბოლო 100 წლის ისტორიას ასახავს და მასზე ლატვიის 60-ზე მეტმა მუზეუმმა იმუშავა. გამოფენა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და საელჩოს ორგანიზებით ტარდება.
ექსპოზიცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.
უკან |