საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმები (№5)
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ტურიზმის ფაკულტეტი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი
ტექნოლოგიური ფაკულტეტი
იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
გასაუბრების განრიგი
იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ტურიზმის ფაკულტეტი
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურში მონაწილე კონკურსანტები
,,ბსუ-ს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2019 წლის 11 ივლისის N01-02/114 ბრძანების
დანართი N2
კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია
- გამოცხადდა ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,ბსუ“) აკადემიური თანამდებობების (პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის) 2019 წლის 16 სექტემბრიდან დასაკავებლად;
- საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 12 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi@bsu.edu.ge);
- კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 15 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით;
- საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2019 წლის 19 აგვისტოსა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
- კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2019 წლის 16 სექტემბრიდან;
- კონკურსის ძირითადი პირობებია:
6.1.პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს ან მიღებულია დასაბეჭდად თანდართული კლასიფიკატორის 2.2, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.5 ან 3.2 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;
ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.2 ან 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;
გ) ბოლო 6 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს კლასიფიკატორის 4.2, 4.3, 4.4 ან ბოლო 3 წლის განმავლობაში - 4.5 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ სამეცნიერო აქტივობაში;
დ) ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით მისი ხელმძღვანელობით სტუდენტს (ბაკალავრს, მაგისტრანტს, დოქტორანტს) გამოქვეყნებული აქვს თანდართული კლასიფიკატორის 2.3 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო ნაშრომი;
ე) აქვს საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
ვ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები;
ზ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
6.2.უვადოდ შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.1, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 3.1 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთერთი ნაშრომი/მონოგრაფია;
ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.1 ან 1.3 (ქარველოლოგიური დარგებისათვის) ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;
გ) ბოლო 6 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს კლასიფიკატორის 4.1 ან 4.2 პუნქტებით განსაზღვრულ სამეცნიერო აქტივობებში;
დ) ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით ხელმძღვანელობდა დოქტორანტს/დოქტორანტებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხი;
ე) აქვს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
ვ) მომზადებული აქვს შესაბამისი მიმართულებით სახელმძღვანელო;
ზ) თანამშრომლობს უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან (უცხოეთის უნივერსიტეტებთან/სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივი სასწავლო ან სამეცნიერო პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა, სტიპენდია/სტაჟირება და სხვ.);
თ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
6.3.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;
ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;
გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები;
დ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასისტენტ-პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
6.4 ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;
ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;
გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა;
6.5 ასისტენტის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორანტი.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი) საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო– პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);
გ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი მიმართულების სილაბუსი (სილაბუსები);
დ) ამ წესით მოთხოვნილი ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;
ე) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე (ასისტენტ-პროფესორმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ პირველი საფეხურისათვის);
ვ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);
8. საპროცედურო კომისიას კუნკურსანტებმა ასევე უნდა წარუდგინონ:
ა) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსის (სილაბუსების) შესაბამისი მინიმუმ ერთი სახელმძვანელო/სალექციო კურსის/რიდერის ელექტრონული ვერსია (იმ ენაზე, რომელენაზეც ტარდება ლექცია) და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პერიოდში მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები);
ბ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა - ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა.
8.1. ასისტენტის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდეულია წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობა;
ბ) სამოტივაციო წერილი;
გ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო– პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ) ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში);
დ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3x4.
8.2 კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისის ასევე უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული ფორმა - დანართი N3);
ბ) კონკურსანტის ანკეტა (ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული ფორმა - დანართი N4).
9.. უვადოდ არჩეული პროფესორის 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ბსუ-ს წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.
10. 65 წელს მიღწეული პირის კონკურში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხს ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტს ბსუ-ს აკადემიური საბჭო და მიღებული დადგენილება გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე;
11. ბსუ-ს წესდების, ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილების და ,,ბსუ-ს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2019 წლის ივლისის ბრძანების გაცნობა შესაძლებელია ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (კონკურსების ველში).
აკადემიური საბჭო დადგენილება №46, ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესი
2019 წლის აგვისტოში ბსუ-ს აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების მიზნით სააპელაციო კომისიების შემადგენლობისა და უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის შესახებ |
აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი
აფილირების წესი
დელეგირება
ეთიკის კოდექსი
კლასიფიკატორი
კონკურსანტის ანკეტის ფორმა
კონკურსანტის განცხადება
შრომების დამოწმება
უკან |