კატალინ დ. კონსტანტინის ლექცია თემაზე: „ევროპული ქალაქების მოედნები და მათი ისტორიები“

სურათი

ბსუ-ში ფილოლოგიისა და არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორმა, ანთროპოლოგმა კატალინ დ. კონსტანტინმა ევროპული ქალაქების მოედნებისა და მათი ისტორიების  შესახებ ლექცია წაიკითხა. კატალინ დ. კონსტანტინმა ვიდეორგოლის სახით წარმოადგინა  პროფესიონალური დრონით გადაღებული ევროპის ურბანული მოედნები და მის ისტორიულ, არქიტექტურულ, კულტურულ და სოციალურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლექციის დასასრულს დიგეგმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბუქარესტის უნივერსიტეს შორის მემორანდუმის გაფორმება და არქიტექტურისა და ფილოლოგიის მიმართულებით გაცვლითი პროგრამების ამოქმედება.

შეხვედრას ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი, საერთაშორისო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ინაიშვილი და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ფილოლოგიისა და არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი,  ანთროპოლოგი კატალინ დ. კონსტანტინი არის ასევე წიგნის გამომცემელი, ბუქარესტის უნივერსიტეტის დოკუმენტების ფაკულტეტის დეკანი. მისი რედაქტირებულია რუმინეთის კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი მრავალი ფოტოგრაფიული წიგნი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა