ბსუ-სა და ილიაუნის ერთობლივი სოციოლოგიური კვლევა - მოსახლეობის ღირებულებების კვლევა აჭარაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი უნივერსიტეტებს შორის სოციოლოგიური კვლევების განვითარებას და სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში 11 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით იწყებს მოსახლეობის ღირებულებების კვლევას აჭარაში. სოციოლოგიური კვლევა იქნება რაოდენობრივი ხასიათის, კერძოდ, გამოიკითხება 1200 ადამიანი და მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვსივე მუნიციპალიტეტს.

15-19 ივლისს კვლევა ჩატარდება მაღალმთიან დასახლებებში. სამუშაო ჯგუფი (3 მკვლევარი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 12 სტუდენტი)

კვლევაში მონაწლე სტუდენტები აიღებენ ილიაუნისა და ბსუ-ს ერთობლივ დამადასტურებელ სერტიფიკატს.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა