ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე, დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბაღიშვილი და ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები სტუმრობდნენ. შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტში მიმდინარე საკითხები და დასახეს ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ბსუ-ს ელექტრონული პორტალი www.portal.bsu.edu.ge, რომელიც ითვალისწინებს, როგორც სტუდენტური სერვისების გამარტივებას, ასევე ავტორიზაცია-აკრედიტაციის მოთხოვნების შესაბამისად პროგრამების შემუშავებისა და შემდგომი აკრედიტაციის სრულყოფას.
უკან |