კურსდამთავრებულთა გაცილება - 2019

სურათი

ბსუ-ში ფაკულტეტების მიხედვით კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა  სტუდენტებს სწავლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიებაზე სტუდენტები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ, ასევე თითოეულ კურსდამთავრებულს რექტორის მისალოცი ღია ბარათი გადაეცა. ცერემონიის დასასრულს მანტიებში გამოწყობილმა ბაკალავრებმა ქუდების აყრით აღნიშნეს მათთვის ახალი ცხოვრების დაწყება, ხოლო ჯანდაცვის მიმართულების თეთრ ხალათებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად ექიმის ფიცი  დადეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წელს 1000-მდე სტუდენტმა დაასრულა. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა