ტრენინგი მოდულური/დუალური პროგრამების განხორციელების შეფასების საკითხებზე

სურათი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოდულური/დუალური პროგრამების განხორციელების შეფასების საკითხებზე ტრენინგი ტარდება. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სასწავლებლების ხელმძღვანელები და ხარისხის მენეჯერები სამი დღის განმავლობაში ისეთ აქტუალურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: რა არის და როგორ ხორციელდება თვითშეფასება და რა სახის კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი დაწესებულების სასწავლო და სხვა პროცესების სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად. ტრენინგი მიზნად ისახავს ასევე შემდეგი თემების სწავლებას: როგორ განვახორციელოთ დიფერენცირებული შეფასება,  რა სახის მტკიცებულებები უნდა ამყარებდეს თვითშეფასებას და როგორ უნდა მოვიპოვოთ ეს მტკიცებულებები.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საპილოტე სასწავლებელთა ჯგუფშის მუშაობაში ჩაერთვება. ჯგუფი 15-16 აგვისტოს ბსუ-ს პილოტირების რეჟიმში დახმარებას გაუწევს პროფესიული პროგრამების თვითშეფასების ახალი სტანდარტების მიხედვით შედგენაში.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა