მინისტრები ბსუ-ს სამშენებლო და არქიტექტურის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს შეხვდნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე ბსუ-ს სამშენებლო და არქიტექტურის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების III-IV სასწავლო წლის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს შეხვდნენ. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე სტუდენტებს სტაჟირების პროგრამაზე ესაუბრა და ახალგაზრდებს რეგიონის მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში სასწავლო პრაქტიკის გავლა შესთავაზა. აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მომავალ მშენებლებს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამა წარუდგინა და კულტურული და ისტორიული ძეგლების სარესტავრაციო-აღდგენით სამუშაოებში ჩართვის შესაძლებლობები გააცნო.

ამ დროისათვის  აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებას ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის 10 სტუდენტი გადის.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა