პირველკურსელთა რეგისტრაცია!

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ბსუ-ში ჩარიცხვის უფლება მოპოვებული აბიტურიენტების (შემდეგში ,,პირველსემესტრელები“) აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) იწარმოებს ბსუ-ს ფაკულტეტების მიხედვით, 2019 წლის 2 სექტემბრიდან 12  სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე:

ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. №32, ბსუ-ს II კორპუსი, I სართული, ცენტრალური ფოიე, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

2019 წლის 2 სექტემბერი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: ქართული ფილოლოგია, ისტორია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია, რუსული ფილოლოგია, თურქული ფილოლოგია, თარგმანმცოდნეობა, ფილოსოფია, თურქეთისმცოდნეობა.

2019 წლის 3 სექტემბერი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა.

2019 წლის 4 სექტემბერი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბიოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია.

2019 წლის 5 სექტემბერი - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: მათემატიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.

2019 წლის 6 სექტემბერი - იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: სამართალმცოდნეობა, ევროპისმცოდნეობა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები.

2019 წლის 9 სექტემბერი - ტექნოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:  მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია,  არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია.

2019 წლის 10 სექტემბერი - ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:: ტურიზმი.

2019 წლის 11-12 სექტემბერი - ბსუ-ს ყველა ფაკულტეტის  საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის იმ უფლებამოპოვებული პირებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლებენ ზემოთ მითითებულ ვადაში რეგისტრაციის გავლას.

ბსუ-ში რეგისტრაციისათვის, ხელშეკრულების გაფორმებისა და პირადი საქმის გახსნის მიზნით ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) 2 ცალი ფოტოსურათი (3x4), ასევე სურათის ელექტრონული ვერსია (СD დისკი);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხევაში).
ვ) ყველა ზემო ჩამოთვლილი დოკუმენტის ელექტრონული ვერსია (СD დისკზე);

ზ) პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი (შესაძლებელია ეტაპობრივად გადახდა, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე:  

Ø  არანაკლებ 800 ლარისა - იმ პირის მიერ, ვისაც არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

Ø  არანაკლებ 340 ლარისა - იმ პირის მიერ, ვისაც მოპოვებული აქვს 50%-იანი სასწავლო გრანტი;

Ø  არანაკლებ 200 ლარისა - იმ პირის მიერ, ვისაც მოპოვებული აქვს 70%-იანი სასწავლო გრანტი.

 

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

მიღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი - TRESGE 22;

მიღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289.

დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი-გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი;

ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული არასრულწლოვანი აბიტურიენტის  ნაცვლად, ბსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული  ასლისა და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში.

აბიტურიენტები რეგისტრაციისას დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებზე, სწავლის საფასურის გადახდის წესზე, უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე, სოციალურ პროექტებსა და სტიპენდიებზე, შემოქმედებით და სპორტულ წრეებზე.

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესი დაიწყება 2019 წლის 16 სექტემბერს!

 

 

 

ბრძანება 01-02/131


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა