სეზონური სკოლა „სოციალური მუშაობის კვლევის მეთოდები“ იმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები ოთხი დღის განმავლობაში სოციალური მუშაობის თანამედროვე მეთოდებს გაეცნობიან. სეზონური სკოლის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: სოციალური მუშაობა და კვლევა – რატომ ვსწავლობთ კვლევას სოციალურ მუშაობაში? მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის მნიშვნელობა სოციალურ მუშაობაში; სოციალური მუშაობის პროფესიული ღირებულებები და ეთიკური საკითხები კვლევაში, კვლევის თვისებრივი მეთოდების გამოყენება სოციალურ მუშაობაში; კვლევის რაოდენობრივი მეთოდების გამოყენება სოციალურ მუშაობაში; კვლევის შედეგების გავრცელება - პოლიტიკასა და პრაქტიკაზე ზემოქმედება და სხვა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ერთობლივი სეზონური სკოლა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ტარდება.
უკან |