ბსუ-ში პროგრამის "სტარტაპ საქართველო" პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ. სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ინოვაციური ბიზნეს იდეების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ფონდის განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილეს ყურადღება.

დავით საგანელიძემ სტუდენტებს ფონდის საქმიანობაზე, რეგიონში არსებულ ბიზნეს შესაძლებლობებზე, მათი იმპლემენტაციის მექანიზმებსა და ფინანსების ხელმისაწვდომობაზე მიაწოდა ინფორმაცია. „საპარტნიორო ფონდის“  შვილობილი კომპანიის „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომაძემ სტუდენტებს ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“  წარუდგინა და მასში მონაწილეობის წესები და პირობები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა