ერაზმუს+ის გაცვლითი პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა

სურათი

4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სააქტო დარბაზში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ერაზმუს+ის  გაცვლითი პროგრამების შესახებ. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პირობებს გააცნობენ და კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის, პარტნიორი უნივერსიტეტების, ვადებისა და სტიპენდიების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა