ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს თემაზე: „ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ზეგავლენა“. სემინარი Erasmus+-ის პროგრამის ორგანიზებით იმართება და მის მუშაობაში 30-ზე მეტი ექსპერტი მონაწილეობს საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან. ორი დღის განმავლობაში ექსპერტები ეროვნულ დონეზე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუშაობის ეფექტიანობისა და მდგრადობის საკითხებს გაეცნობიან.
უკან |