საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი N-5
კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია
- გამოცხადდეს ღია კონკურსი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტში, თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით ორი ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
- საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე (უქმე დღეების გარდა), ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N2 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi@bsu.edu.ge);
- კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 30 ოქტომბერს;
- საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2019 წლის 01 ნოემბრისა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
- კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2019 წლის 05 ნოემბრიდან.
-
კონკურსის ძირითადი პირობებია:
- ასისტენტის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორანტი.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინოს:
ა) პირადობის მოწმობა;
ბ) სამოტივაციო წერილი;
გ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო– პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ (გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში);
დ) დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში);
ე) 2 ფოტოსურათი, ზომით 3x4.
ვ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული ფორმა - დანართი N2);
ზ) კონკურსანტის ანკეტა (ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული ფორმა - დანართი N3).
8. 65 წელს მიღწეული პირის კონკურში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხს ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტს ბსუ-ს აკადემიური საბჭო და მიღებული დადგენილება გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე;
9. ბსუ-ს წესდების, ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილების და ,,ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორი ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანების გაცნობა შესაძლებელია ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (კონკურსების ველში).
აფილირების წესიაკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი
ეთიკის კოდექსი
კლასიფიკატორი
კონკურსანტის ანკეტა
კონკურსანტის განცხადება
ბრძანება
ოქმი N-5
უკან |