შიდა აუდიტის სამსახურის მიზნები და ამოცანები:
- უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საქმიანობისა და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობას;
- უნივერსიტეტის საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური და საკონსულტაციო საქმიანობის წარმართვა, რომელიც აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას;
- უნივერსიტეტში სამსახურებრივი გადაცდომის პრევენცია.
სამსახურის ფუნქციებია:
- უნივერსიტეტის საქმიანობაში არსებული ან მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზების, რისკების შესახებ წერილობითი მოსაზრებების განხილვა, დადგენა და შეფასება; მათი პრევენციის მიზნით რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის რეკომენდაციების წარდგენა და შესაბამისი დავალების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;
- უნივერსიტეტის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასება, ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის უნივერსიტეტის საქმიანობის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი და მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- უნივერსიტეტის საქმიანობაში კანონმდებლობისა და საუნივერსიტეტო სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;
- უნივერსიტეტში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;
- უნივერსიტეტის სისტემაში პერსონალის მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მონიტორინგის ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
- უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა;
- უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში (ფინანსების ნაწილში) დასკვნის შედგენა, ხოლო გეგმების დამტკიცების შემთხვევაში, ბსუ-ს შესაბამის სტრუქტურასთან ერთად, შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი;
- აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამუშაო დატვირთვით (ლექცია–სემინარები, პრაქტიკული და ლაბორატორიული და სხვა) განსაზღვრული საათების, მათი განაწილებისა და ჯგუფებში სტუდენტთა ზღვრული ოდენობების ბსუ-ს სამართლებრივი აქტებთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელება;
- აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამუშაო დატვირთვის (ლექცია–სემინარები, პრაქტიკული და ლაბორატორიული და სხვა) შესრულების მონიტორინგის განხორციელება (დატვირთვის განსაზღვრის შესახებ რექტორის ბრძანების, საგანმანათლებლო პროგრამის, სასწავლო გეგმის, დამტკიცებული სასწავლო ცხრილების ან/და სხვა აქტების გათვალისწინებით);
- ადმინისტრაციული, სამეცნიერო და დამხმარე პერსონალის სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან გასვლის მონიტორინგის განხორციელება, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი სამუშაო განრიგის გათვალისწინებით;
- სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, აუდიტის მასალების სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის შესახებ წინადადების რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის მომზადება;
- აუდიტორული დასკვნის შედგენა და რექტორისათვის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
- სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი;
- მაკონტროლებელი ორგანოების მიერ უნივერსიტეტისათვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისგან;
- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით ან/და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
სამსახურის უფროსი - ზურაბ დარჩიძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 577 54 81 41
ელ. ფოსტა: zdarchidze@gmail.com
მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, პირველი სართული, ოთახი N16.


უკან |