დიდი ბრიტანეთის ელჩის ჯასტინ მაკკენზი სმიტის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი ბრიტანული სეზონის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა  ბრიტანეთსა და საქართველოს შორის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და  ყურადღება გაამახვილა ეთობლივი გაცვლითი პროგრამების ამოქმედებასა და სტაჟირების პროგრამის განხორციელებაზე.  შეხვედრის დასასრულს დიდი ბრიტანეთის ელჩმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

ბრიტანული სეზონი დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივად დაგეგმილი სპეციალური პროგრამაა, რომელიც მოიცავს ფესტივალებს, კონფერენციებს, კინოპროგრამებს, ვორქშოფებსა და მასტერკლასებს, ასევე, დისკუსიებსა და ლექციებს მუსიკის, კინოსა და საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ. 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი პროგრამა  2019 წლის  დეკემბერში დასრულდება.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსდება მოძრავი საელჩო. ბათუმში, ,,ლონდონის პარკში“ დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ ეწვიონ მოძრავ საელჩოს, გაეცნონ ბრიტანეთის კულტურას, საგანმანათლებლო პროგრამებს და მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით-გასართობ აქტივობებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა