ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი ეწვია. ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე დიპლომატმა ორი ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და გაცვლით პროგრამებზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ვიზიტის ფარგლებში ბსუ-ში შვედი დიპლომატის რაულ ვალენბერგის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის წლებში, ჰოლოკოსტის დროს, 10 ათასამდე ებრაელის სიცოცხლე იხსნა.
უკან |