ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ მონაწილეობა მიიღო 1-5 ოქტომბერს, ყაზახეთში, ქალაქ ნურსულთანში ERASMUS+-ის საგრანტო პროექტის „InnoCENS Project“-ის ფარგლებში გამართულ კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრთა შეხვედრაში. პროგრამის 30-მა ქართველმა, შვედმა, ფინელმა, ესპანელმა, ბელორუსმა, სომეხმა, ყაზახმა მონაწილემ შეაჯამა პროექტის სამწლიანი მუშაობის შედეგები.
3-4 ოქტომბერს ნურსულთანში ამავე პროექტის საფინალო კონფერენცია, სადაც თითოეულმა პარტნიორ უნივერსიტეტმა წარადგინა 3-წლიანი მუშაობის ანგარიში. ბსუ აღნიშნულ კონფერენციაზე წარდგა ლოკალური შეჯიბრის შედეგების ანგარიშით, სადაც მომხსენება გააკეთა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ. მომხსენებელმა შეაფასა „InnoCENS Project“-ის ფარგლებში ბსუ-ში განხორციელებული პროექტები. აგრეთვე დიდი ყურადღება დაეთმო ბსუ-ს ინოვაციების ცენტრში ჩატარებულ ბიზნესიდეების კონკურს, მონაწილე გუნდებსა და გამარჯვებული გუნდის პრეზენტაციას. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს ინოვავაციებიცენტრის მენეჯერმა თამაზ ჩხართიშვილმა.
ასევე შეხვედრაზე ჩატარდა შემდეგი აქტივობები
- წარმოდგენილი იყო ანგარიშები ინოვაციურ პედაგოგიკასა და შეფასების სისტემებზე;
- განიხილეს ინჟინერიაში მეწარმეობისა და ინოვაციების სასწავლო კურსები;
- განხილული იყო ინოვაციების ცენტრის მუშაობის პრინციპები;
- შეჯამდა 3-წლიანი მუშაობის შედეგების შეჯამება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
სამწლიანი პროექტი Enhancing innovation competences and entrepreneurial skills in engineering education (InnoCENS) (ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაზრდა საინჟინრო განათლებაში) ბსუ-ს მონაწილეობით 2016 წლიდან ხორციელდება.
უკან |