ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს „აბრეშუმის გზის“ ზონის მაღალი და ახალი ტექნოლოგიების ასოციაციის წარმომადგენლების დელეგაცია ეწვია. ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლები რექტორის მოადგილეს თამარ სირაძეს, პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევარებსა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ჩჟან ჟენჩჟუნიმ ასოციაციის საქმიანობაზე ისაუბრა და სასოფლო-სამეურნეო ავიაციის მაღალტექნოლოგიური მიღწევები წარადგინა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე გაეცნენ ბსუ-ს სამეცნიერო-კვლევით პოტენციალს. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამეცნიერო და სასწავლო მიმართულებით გაცვლითი პროგრამების პრიორიტეტები განსაზღვრეს.
უკან |