კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია
- გამოცხადდეს ღია კონკურსი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტში, ისტორიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
- საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 02 დეკემბრიდან 03 დეკემბრის ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N2 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi@bsu.edu.ge);
- კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 04 დეკემბერს;
- საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2019 წლის 05 დეკემბრისა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
- კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2019 წლის 10 დეკემბრიდან.
- კონკურსის ძირითადი პირობებია:
6.1.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ კლასიფიკატორის (შემდეგში ,,კლასიფიკატორი“) 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;
ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;
გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები;
დ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასისტენტ-პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო– პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა,დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ) გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში.
გ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი მიმართულების სილაბუსი (სილაბუსები);
დ) ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით მოთხოვნილი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;
ე) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე;
ვ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);
თ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული ფორმა - დანართი N2),
ი) კონკურსანტის ანკეტა (ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული ფორმა - დანართი N3)
8. 65 წელს მიღწეული პირის კონკურში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხს ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტს ბსუ-ს აკადემიური საბჭო და მიღებული დადგენილება გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე.
9. ბსუ-ს წესდების, ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილების და წინამდებარე ბრძანების გაცნობა შესაძლებელია ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (კონკურსების ველში).
ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებაკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი
აფილირების წესი
ეთიკის კოდექსი
კლასიფიკატორი
კონკურსანტის ანკეტა
კონკურსის განცხადების ფორმა
კონკურსის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები
უკან |