ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება მოპოვებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება მოპოვებულმა აპლიკანტებმა (დანართი 1) 2019 წლის 18 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების გაფორმებისა და პირადი საქმის გახსნის მიზნით ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში (ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, მე-3 კორპუსში (ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა, მეოთხე სართულზე, ოთახი N402) უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

) განცხადება

(თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულ ქმედუნარიანია, განცხადება უნდა წარმოადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა);

) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

(ქმედუუნარო/შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის შემთხვევაში ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას);

) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) - (არქიტექტორ-ტექნიკოსის, ბიბლიოთეკარის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები­სათვის), ხოლო საბაზო განათლების მიღების დამადასტურე­ბელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) - (მეფუტკრეს, ვებ-ინტერფეისის დიზაინერის; ვებ-ინტერფეისის დეველოპერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის); პირმა, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ.

) ორი ფოტოსურათი 3X4-ზე;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა