ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს ბაკალავრებისათვის აშშ-ში ერთწლიანი სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც:
· არის სულ მცირე 18 წლის ( UGRAD პროგრამის დაწყების თარიღამდე);
· ირიცხება საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურზე;
· დასრულებული აქვს ბაკალავრიატის პირველი წელი, გლობალური UGRAD პროგრამის დაწყებამდე;
· დარჩენილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი სემესტრი ან ექვივალენტური ვადა დარჩენილი თავიანთ მშობლიურ დაწესებულებებში გასავლელად გლობალური UGRAD პროგრამის დასრულების შემდეგ.
განაცხადის ბოლო ვადაა 2020 წლის 1 იანვარი.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
უკან |