კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია
- გამოცხადდეს კონკურსი ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის არქიტექტურის მიმართულებით ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
- საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 23 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N2 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi@bsu.edu.ge);
- კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 25 დეკემბერს;
- საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2019 წლის 27 დეკემბრისა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
- კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2020 წლის 10 თებერვლიდან.
-
კონკურსის ძირითადი პირობებია:
- ასისტენტის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორანტი.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინოს:
ა) პირადობის მოწმობა;
ბ) სამოტივაციო წერილი;
გ) დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში);
დ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3x4.
ე) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული ფორმა - დანართი N2);
ვ) კონკურსანტის ანკეტა (ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული ფორმა - დანართი N3).
8. 65 წელს მიღწეული პირის კონკურში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხს ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტს ბსუ-ს აკადემიური საბჭო და მიღებული დადგენილება გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე;
9. ბსუ-ს წესდების, ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილების და ,,ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორი ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანების გაცნობა შესაძლებელია ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (კონკურსების ველში).
აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესიაკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი
აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები
აფილირების წესი
ეთიკის კოდექსი
კლასიფიკატორი
კონკურსანტის ანკეტა
კონკურსის განცხადების ფორმა
ბრძანება
უკან |