გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს".
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მთავარ და მინიმუმ ერთ დამატებით კრიტერიუმს.
მთავარი კრიტერიუმი - წინა სემესტრის საშუალო შეწონილი ქულა 81-100.
დამატებითი კრიტერიუმები:
1. 2018, 2019 წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
2. 2018, 2019 წელს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა.
3. სხვა აქტივობები - საზოგადოებრივი, კულტურული და სპორტული აქტივობა.
კონკურსში მონაწილე სტუდენტმა სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში უნდა წამოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) ცნობა სტუდენტის სტატუსის/აკადემიური მოსწრების შესახებ (სასწავლო ბარათი ,,საშუალო შეწონილი“ ფორმულით მიღებული ქულებით);
3) სტუდენტის ავტობიოგრაფია (CV);
4) გამოქვეყნებული ნაშრომების/პუბლიკაციის ასლები ---- ფურცელი;(არსებობის შემთხვევაში)
5) სამეცნიერო და სხვა აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი, სიგელი, სერტიფიკატი და სხვ. Dდედანი / ნოტარიულად დამოწმებულ ასლი ----- ფურცელი; (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში 9 დეკემბრიდან 13 დეკემრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე
საკონკურსო დოკუმენტაციის ნუსხაგანცხადების ფორმა
კონკურსანტის ავტობიოგრაფია CV
უკან |