![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_13441_1_s.jpg)
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) პროგრამების წარდგენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენელმა საქართველოში თამარ ღარიბაშვილმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სააგენტოს საგანმანათლებლო პროგრამები და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის პირობები გააცნო. ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს ორგანიზებით GIPA-ს ლექტორმა ქეთი კვინიკაძემ სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „მე ვარ ბრენდი!, ანუ როგორ წარვადგინო საკუთარი თავი?“.
12-საათიანი სწავლების მიზანი იყო საკუთარი კომპეტენციების შეფასება, დასაქმების ბაზარის ანალიზი და ადეკვატური შეთავაზების გაკეთება პოტენციური დამსაქმებლისათვის. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
უკან |