CODFREURCOR-ის (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიური ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სადოქტორო კოლეჯი)
მე-8 საერთაშორისო კონფერენცია
„ეროვნული ლიტერატურა თარგმანში“
31აგვისტო - 2 სეტემბერი, 2020 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
ორგანიზატორები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კვლევითი ცენტრი: რომანული ურთიერთგაგება, ინტერტექსტუალური დიალოგი), CODFREURCOR.
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 1 მარტი, 2020 წელი
ეროვნული ლიტერატურის თარგმანის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ლიტერატურული ტრადიციები და ამ გზით ხელი შეუწყოს მსოფლიო ლიტერატურის გამდიდრებასა და გამრავალფეროვნებას.
წინამდებარე კონფერენცია მიზნად ისახავს: 1. ეროვნული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის ისტორიის შესწავლასა და გაანალიზებას; 2. არსებული თარგმანების ორიგინალთან შედარების საფუძველზე ტრადუქტოლოგიური პრობლემების ანალიზსა და მათი გადაჭრის გზების დასახვას.
ვინაიდან თარგმანი, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება ენის შემოქმედებით ბუნებას და ატარებს ინტერდისციპლინურ ხასიათს, ის შეიძლება ჩაითვალოს აღმოჩენის, ინფორმაციის მიღება/გაცემის, შთაგონების, მიგნებების, წერის ან თავიდან დაწერის წყაროდ. თარგმანი ორიგინალის ტექსტს ფაქტობრივად ახალ სიცოცხლეს სძენს სხვა ენაზე და იმავდროულად განახლებულ ღირებულებას ანიჭებს მას სხვა კულტურაში, ვინაიდან „თარგმანი კულტურაში მოიაზრება. თარგმანი არის თავად კულტურა“ (Cordonnier).
ზოგადად თარგმანი, მათ შორის ლიტერატურული თარგმანი, ეს არის ფენომენი, რომელიც დარგის სპეციალისტებს შორის მუდმივი დავის საგანს წარმოადგენს, რადგან თარგმანის ხარისხის შეფასებისას ისინი განსხვავებული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. სწორედ ამიტომ ნებისმიერი საკითხი, ლიტერატურულ თარგმანთან დაკავშირებული, არასდროს კარგავს აქტუალობას.
თარგმანთმცოდნეობითი პრობლემებისადმი მიძღვნილ უამრავ ნაშრომში თარგმანი განიხილება, როგორც ერთი ენიდან და კულტურიდან მეორე ენასა და კულტურაში გადასვლა, რაც მას ანიჭებს მედიატორის ფუნქციას ინტერკულტურულ ურთიერთობებში. შესაბამისად თარგმანი, როგორც ნებისმიერი გადასვლა, პირდაპირ კავშირშია საწყისთან, ათვლის წერტილთან, ე.ი. პირველწყაროსთან და ბოლო წერტილთან, ე.ი. სამიზნე ტექსტთან. თარგმანი გულისხმობს იმ გზასაც, ყველა იმ ნაბიჯსა და ქმედებას, რომელსაც მთარგმნელი გადის იმისათვის, რომ დარჩეს პირველწყარო ტექსტის კულტურისა და ენის ერთგული და ამავდროულად არ უღალატოს სამიზნე ტექსტის ენასა და კულტურას. ამ გზის გავლას განსაკუთრებით ართულებს იმ ორ ენასა და კულტურას შორის არსებული განსხვავება, რომლებსაც მთარგმნელი ერთმანეთთან აკავშირებს. ამიტომაც არის, რომ მთარგმნელი წყარო ტექსტის თანაავტორად მოიაზრება.
კითხვის პროცესი, ისევე როგორც სათარგმნი ტექსტის გააზრება და ინტერპრეტაცია, მრავალჯერადი და მრავალმხრივია. თუ საკითხს ამ ჭრილში განვიხილავთ, შეიძლება, ვისაუბროთ ერთი და იმავე ლიტერატურული ნაწარმოების მრავალჯერადი თარგმნის აუცილებლობაზე, ვინაიდან, როგორც ბროდსკი ამბობს, ორიგინალი ყველა მისი შესაძლო თარგმანის ერთობლიობაა.
ვიდრე მთარგმნელი თარგმანს, ანუ გადასვლას შეუდგებოდეს, ვიდრე მედიატორის როლს მოირგებდეს, მან უნდა გაიგოს/გაიაზროს წყარო ტექსტის მნიშვნელობა/მნიშვნელობები და შეძლოს პოლისემიური ტექსტის მრავალფეროვნების ინტერპრეტირება. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემად შეიძლება განვიხილოთ იმპლიციტურის გადმოცემის/გადმოტანის პრობლემა.
როგორც აღვნიშნეთ, თარგმნის პროცესს წინ უძღვის ტექსტის ინტერპრეტაცია,
შესაბამისად, ამ დროს თავს იჩენს ინტერტექსტუალობის პრობლემა. ამგვარად, გარდა
იმისა, რომ მთარგმნელს ორმაგი ლინგვისტური კომპეტენცია უნდა გააჩნდეს, მას უნდა ჰქონდეს აგრეთვე ინტერტექსტუალობის გამოცდილება თავის ენაში, რაც ხშირად კომენტარების სახით ვლინდება თარგმანში.
ამგვარად, ერთ-ერთი პრობლემა ეხება პარატექსტუალობასა და მთარგმნელის პარატექსტის არსებობის აუცილებლობას, თუ გავითვალისწინებთ იმ კულტურულ ასიმპტოტს, რომელიც არსებობს ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავებულ ენებს შორის, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის ზოგიერთი კულტურული მოვლენის თარგმნას.
კონფერენციის მიზანია აგრეთვე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, როგორიცაა ერთი და იმავე ლიტერატურული ნაწარმოების ხელახალი თარგმნის აუცილებლობა და ტრადუქტოლოგების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა: შეიძლება თუ არა, ლიტერატურული ნაწარმოების მრავალჯერადი თარგმანი განვიხილოთ, როგორც პრობლემის მოგვარების გზა, რათა შევძლოთ, სრულყოფილად გადმოვცეთ ორიგინალი ტექსტის აზრი? რამდენად შეგვიძლია, წყარო ტექსტის ერთგული, ზუსტი თარგმანი განვიხილოთ როგორც კარგი თარგმანი, ხოლო არაზუსტი
- როგორც ცუდი თარგმანი? შეიძლება თუ არა, კარგი და ცუდი თარგმანის შეფასების
კრიტერიუმად, მრავალ სხვა კრიტერიუმთან ერთად, ისეთი ცნებები გამოვიყენოთ, როგორებიცაა თარგმანის შესაძლებლობა/შეუძლებლობა? ან ხომ არ უნდა „ვთქვათ უარი უნაკლო თარგმანის განხორციელების შესაძლებლობაზე“ (Ricœur) და შევეგუოთ იმ აზრს, რომ მთარგმნელმა უნდა განახორციელოს „ორმაგი ღალატი“ (Nouss), რათა შეძლოს, „უცხო ენაზე დაწერილი ნაწარმოების ექო ააჟღეროს თავის ენაზე“ (Benjamin)?
კონფერენციის ერთ-ერთი მიზანია ასევე, უპასუხოს პოლ ბენსიმონის (Paul Bensimon) მიერ დასმულ შეკითხვას: არის თუ არა შესაძლებელი, რომ „ თარგმანმა ისევე იმუშაოს სამიზნე კულტურაში, როგორც ორიგინალმა წყარო კულტურაში?“
სწორედ ამ მოკლედ ჩამოყალიბებული კვლევის მიმართულებების გათვალისწინებით უნდა წარმოადგინონ კონფერენციის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები შემდეგ თემებზე:
მიმართულება 1: ეროვნული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნის ისტორია
- მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა ენაზე თარგმნის ისტორი
- ბერძნულ-რომაული და ძველ აღმოსავლური ცივილიზაციები თარგმანში
- რა უნდა ვთარგმნოთ ანტიკური ეპოქიდან და რატომ?
- თავდაპირველი თარგმანის სპეციფიკისათვის
- უცხოური ლიტერატურა ეროვნულ თარგმანებში
- ეროვნული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურის მოზაიკაში
- ეროვნული ავტორები უცხო ენაზე
- ეროვნული ლიტერატურის განახლებული თარგმანები
- ეროვნული ლიტერატურა და ავტო-თარგმანი (ავტორების მიერ ნათარგმნი ლიტერატურული ტექსტი)
მიმართულება 2: ტრადუქტოლოგიური პრობლემები: ანალიზი და გადაჭრის გზები
- არქეტიპები, ლაიტმოტივები, „მოხეტიალე ფაბულა“ სხვადასხვა ეროვნული ლიტერატურის კონტექსტში და მათი თარგმნის პრობლემები
- ლინგვოკულტუროლოგიური კონცეპტები და თარგმანი
- თარგმანი და ისტორიული კონტექსტი
- მთარგმნელი, როგორც თანაავტორი, მკითხველი და მეგზური
- დიალექტებისა და ფრაზეოლოგიზმების უცხო ენაზე თარგმნის პრობლემა
- განახლებული თარგმანების (უწყვეტი დიალოგი) მნიშვნელობა და უნივერსალური თარგმანი
- ლიტერატურული თარგმანი პოლიტიკისა და ესთეტიკის ჭრილში
- იდეოლოგიზებული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნის მნიშვნელობა
- არქაულის, მოდერნულისა და პოსტმოდერნულის მერიდიანები თარგმანში
- ისტორიული კონტექსტის ცოდნის მნიშვნელობა და უცნობი ეპოქის ტექსტების თარგმნის სპეციფიკა
- კულტურათა დიალოგი თარგმანში
- ეთნიკური, გენდერული და რელიგიური იდენტობის ასახვა თარგმანში
ავტორებს ვთხოვთ, განაცხადის წარდგენისას გარკვევით მიუთითონ მოხსენების თემატიკა და მიმართულება.
კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებებს განიხილავს სამეცნიერო კომიტეტი (ორმაგი ანონიმური შეფასების ფორმით). დადებითი შეფასების შემთხვევაში მოხსენების ტექსტი დაიბეჭდება ფრანკოფონიული რეგიონული სადოქტორო კოლეგიის (CODFREURCOR) ჟურნალში Études interdisciplinaires en Sciences humaines (ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში), რომელიც გამოიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.
კონფერენციის თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს არა უგვიანეს 2020 წლის 1 მარტისა, შემდეგ მისამართებზე:
colloque8codfreurcor@iliauni.edu.ge
მარინე გიორგაძე: marinagiorgadze@bsu.edu.ge
მზაღო დოხტურიშვილი: mzagho_dokhturishvili@iliauni.edu.ge
სალომე ლაფაჩიშვილი: salome.lapachishvili@iliauni.edu.ge
მირანდა ლომიძე: mirandalomidze@gmail.com
ლიანა ნოზაძე: lia_nozadze@yahoo.fr
ნატალია სურგულაძე: natalia.surguladze@bsu.edu.ge
ლუდმილა ზბანტი : lzbant@yahoo.fr
გთხოვთ, განაცხადს თან დაურთოთ შემდეგი ინფორმაცია:
• ბატონი, ქალბატონი
• სტატუსი: პროფესორი, დამოუკიდებელი მკვლევარი, დოქტორანტი
• სახელი:
• გვარი :
• დაწესებულება:
• მისამართი:
• ტელეფონის ნომერი:
• ელ. ფოსტა:
• მოხსენების სათაური:
• რეზიუმე მოხსენების შესაბამის ენაზე და ინგლისურად (მაქსიმუმ 250 სიტყვა)
საკვანძო სიტყვებით:
მოხსენებები შეირჩევა სამეცნიერო კომიტეტის მიერ ორმაგი ანონიმური შეფასების საფუძველზე.
მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 მარტი, 2020 წ.
თანხმობა კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ: 20 ივნისი 2020 წ.
კონფერენციის პროგრამის გავრცელება: 1 აგვისტო, 2020 წ.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ფრანგული, ინგლისური, მოხსენებების ფორმატი:
ინდივიდუალური მოხსენება (20 წთ. + დისკუსია 10 წთ.)
პლენარული მოხსენება (45 წთ.)
საორგანიზაციო კომიტეტი:
მარინე გიორგაძე, ნატალია სურგულაძე, მზაღო დოხტურიშვილი, მირანდა ლომიძე,
ლუდმილა ზბანტი, სალომე ლაფაჩიშვილი
სამეცნიერო კომიტეტი:
ჟარჟურა არდანი, ბეირუთის წმ. იოსების უნივერსიტეტი, ლიბანი
სანდა-მარია არდელეანუ, სტეფან ჩელ მარეს უნივერსიტეტი, სუჩავა, რუმინეთი ჯერარდო აჩერენცა, ტრენტოს უნივერსიტეტი, იტალია
ხათუნა ბერიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
საქართველო
ტაგუი ბლბულიანი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთი ჰეინც ბუიონი, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია
ქეთევან გაბუნია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
სიბილ გელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
მარინე გიორგაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
საქართველო
ანჟელა გრადინარუ, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოლდოვა კარინე გრიგორიანი, ვ. ბრუსოვის ენებისა და სოციალურ მეცნიერებათა
სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთი
ვალანტენ დეკლოკმანი, შარლ დე გოლის უნივერსიტეტი - ლილ 3, საფრანგეთი დანიელა დინკა, კრაიოვას უნივერსიტეტი, რუმინეთი
დან დობრე, ბუქარესტის უნივერსიტეტი, რუმინეთი
მზაღო დოხტურიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი,
საქართველო
ნელი ეიბენი, ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი, რუმინეთი ნაბილ ელ ჯაბარი, კენიტრას იბნ ტოფაილის უნივერსიტეტი, მაროკო
ფრანსუაზ ვილმარი, ლიტერატურული თარგმანის ევროპული ცენტრის დირექტორი, ბელგია
დიანა ვრაბი, ბალტის ალეკო რუსოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოლდოვა ლუდმილა ზბანტი, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოლდოვა სესილია კონდეი, კრაიოვას უნივერსიტეტი, რუმინეთი
ვიორიკა ლიფარი, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოლდოვა
მირანდა ლომიძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
საქართველო
ჯორჯანა ლუნგუ-ბადეა, ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი, რუმინეთი რამონა მალიტა, ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი, რუმინეთი
ათინათი მამაცაშვილი-კობახიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი,
საქართველო
იოანა მარკუ, ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი, რუმინეთი ლიანა ნოზაძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
საქართველო
ალექსი ნუსელოვოჩი, ექს-ან-პროვანსის უნივერსიტეტი, საფრანგეთი როქსანა პატრაში, ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტი, იაში, რუმინეთი
ანდა-ირინა რადულესკუ, კრაიოვას უნივერსიტეტი, რუმინეთი
ნატალია სურგულაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
საქართველო
კრისტიანა ტეოდორესკუ, კრაიოვას უნივერსიტეტი, რუმინეთი
ნინო ფირცხალავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო დანიელა ფრუმუშანი, ბუქარესტის უნივერსიტეტი, რუმინეთი
ნინო ქავთარაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
ინგა ღუტიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
დანართი2
დანართი 3
თეზისები
პროგრამა
პუბლიკაციის ნორმები
Drafting Protocol
Protocole de Rédaction
უკან |