ერაზმუს+ის გაცვლითი პროგრამის დამატებითი კონკურსი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის

სურათი

ცხადდება დამატებითი კონკურსი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის  2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ავსტრიაში, ზალცბურგის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების  მიმართულებით, „მასწავლებელთა აკადემია 2020 „სავაჭრო პოლიტიკა პოპულიზმის ხანაში“ სემინარში მონაწილეობის მისაღებად. მობილობის ხანგრძლივობა -  5 სამუშაო დღე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019  წლის  25 დეკემბერი 18:00 საათი.

კონკურსში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობაა:
მოწვევის წერილი მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტისაგან
შეთანხმებული პროგრამა და განრიგი.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.

სტიპენდია ითვალისწინებს   მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

მსურველებმა საბუთების ორიგინალები უნდა წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
• საბუთები:
• პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
• Europass CV (ინგლისურ ენაზე);
• მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
• რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
• მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
• დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან
• (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები:
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა