ნოდარ კახიძე - 90

სურათი

ღვაწლმოსილი მეცნიერის, ცნობილი ეთნოლოგის, ბსუ-ს  ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის ნოდარ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მკვლევარს იუბილე მიულოცეს, წარმატებები უსურვეს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ილია ნაკაშიძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა როლანდ თოფჩიშვილმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. საიუბილეო საღამოზე ნოდარ კახიძე მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა შოთა რუსთაველის მედლით დააჯილდოვა და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ  აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.

ღვაწლმოსილი მეცნიერი ნოდარ კახიძე 50 წელზე მეტია სამეცნიერო კვლევა-ძიებას ეწევა ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში და ავტორია 170-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 4 მონოგრაფიის. გამოსაცემად არის მომზადებული წიგნი „მაჭახლის ხეობის ტოპონიმიკა“. მკვლევარს ისტორიისა და ეთნოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები, არის თედო სახოკიას პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენი მფლობელი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა