წარჩინებულ სტუდენტებს დაჯილდოება

სურათი

სასტუმრო „რედისონში“ აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის მონაწილე წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა. აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა: ალექსანდრე დავითაძემ, კაკო ძნელაძემ, ჯემალ სურმანიძემ, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ბსუ-ს 19 წარჩინებულ სტუდენტს სტუდენტთა დახმარების პროგრამაში მიღწეული წარმატებისათვის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში პროექტის ფარგლებში სწავლის გადასახადისათვის დაფინასება 435-მა ახალგაზრდამ მოიპოვა, რომელთაგან 208  ბსუ-ს სტუდენტია.

სტუდენტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა მაია ჭიჭილეიშვილმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიძემ.

სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში დაფინანსება ორჯერ, სემესტრების მიხედვით გაიცემა. 2020 წელს 900 სტუდენტი დაფინანსდება, რისთვისაც გათვალისწინებულია 1 000 000 ლარი.

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, პირველი კურსის სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის ამ ეტაპზეც აქვს კონკურსი გამოცხადებული. მასში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების იმ სტუდენტებს, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება კონკურსით გათვალისწინებულ  ერთ-ერთ კატეგორიას. დაინტერესებულმა პირებმა განცხადება და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ სამინისტროში 2020 წლის 3 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=881400&gid=6&fbclid=IwAR1kX1uwG4niJz_A6ygXCEws6LqdFcOwrxpkKTE9fgByp_CmY_ngGSF2auE#.XiBYz8gzaUm


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა