ცხადდება დამატებითი კონკურსი ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პერსონალისთვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის საფრანგეთში, რუანის უნივერსიტეტში, მობილობის განსახორციელებლად. მობილობის ხანგრძლივობა - 5 სამუშაო დღე.
კონკურსში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობაა:
- მოწვევის წერილი მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტისაგან
- შეთანხმებული პროგრამა და განრიგი.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 31 იანვარი 18:00 საათი.
მსურველებმა საბუთების ორიგინალები უნდა წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
- საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
- საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
- კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
უკან |