კომპანია „ლოიალტესთან" მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

კომპანია „ლოიალტეს“ დირექტორმა გრიგოლ ფაიქიძემ და ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს სტუდენტთა დასაქმების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის ,,ლოიალტეს“ შვილობილი კომპანიის, დასაქმების პორტალ www.hiro.ge-ს ჩართულობით პარტნიორ ორგანიზაციებში სტაჟირების პროგრამების შეთავაზებას. ასევე, უნივერსიტეტის სტუდენტებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, ერთობლივი ტრენინგების, სემინარების და პროექტების განხორციელებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა