ორგანიზაცია „რეფორმერმა“ გამოაცხადა ღია კონკურსი სტუდენტებისთვის ქვეყნის განვითარების ხედვებზე.
კონკურსი გამოავლენს თითოეული თემატიკის 5 გამარჯვებულს.
პირველი ადგილი: ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით და ორდღიანი ვიზიტი ევროსტრუქტურებში: ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროკავშირის საბჭო (ქ. ბრიუსელი)
მეორე ადგილი: სერტიფიკატი
მესამე ადგილი: სერტიფიკატი
მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 თებერვალი
რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2Gtv2fr
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო სტრატეგიის ხედვაზე;
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ფერმერობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ხედვაზე;
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ხედვაზე;
სახელმწიფო სტრატეგიის ხედვა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის ხედვა.
გამარჯვებული ნაშრომები განთავსდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და გავრცელდება როგორც სოციალურ მედიაში, ასევე, პროექტით დაგეგმილ რეგიონულ საინფორმაციო სახის შეხვედრებზე.
ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, არ იქნას შერჩეული გამარჯვებული/ები, თუ ნაშრომები არ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს.
ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 10 თებერვალი.
ნაშრომები ატვირთეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3aPJ1u6
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3aLcJjI
უკან |