1.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბსუ-ს სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 ან/და მე-4 სასწავლო წლის, ასევე ბსუ-ს სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
2.კონკურსანტმა 2020წლის 05 თებერვლიდან 2019 წლის 21 თებერვლის ჩათვლით ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (სტაჟირების გავლის წესით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად შევსებული);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) CV;
დ) ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემიდან სასწავლო ბარათი;
ე) ერთი ფოტოსურათი (3X4);
ვ) ცნობა სოციალური დახმარების მიღების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ზ) სამოტივაციო წერილი.
3. სტაჟიორთა შერჩევისას გაითვალისწინება: ინგლისური ენის ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; სტუდენტის აკადემიური მოსწრება და მოტივაცია. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის კანდიდატს.
4. კონკურსის წესით შეირჩევა 4 სტაჟიორი (ორ-ორი სტაჟიორი, დღის პირველ და მეორე ნახევარში სამუშაოდ). შერჩეული კანდიდატები 2 თვის განმავლობაში გაივლიან სტაჟირებას (ანაზღაურების გარეშე) ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში შემდეგი განრიგით:
ა) პირველ ცვლაში: ორშაბათი - პარასკევი 900 სთ-1300 სთ
ბ) მეორე ცვლაში: ორშაბათი - პარასკევი 1400 სთ-1800 სთ
5. შერჩეულმა სტაჟიორმა სტაჟირების პერიოდში უნდა შეასრულოს ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის დებულებითა და სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები.
6. სტაჟიორთა ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე განისაზღვრება წარმატებული სტაჟიორები, რომლებზეც გაიცემა სერტიფიკატები და შესაძლებელია 2 სტაჟიორი დასაქმდეს არაუმეტეს 6-თვიანი კონტრაქტით (ყოველთვიური ანაზღაურება არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით, სამუშაო დღეებში არანაკლებ 4 სთ-იანი სამუშაო დატვირთვის შემთხვევაში, შესაბამის სამუშაო ცვლებში).
კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებას თან ერთვის:
ა) ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის დებულება (დანართი 1);
ბ) ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის სამუშაო აღწერილობა (დანართი 2);
გ) ,,ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ" ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N 01-10/11 ბრძანებას (დანართი 3);
დ) სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა (დანართი 4).
დანართი 1დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
უკან |