ანსამბლი „თირინი“ საერთაშორისო ხელოვნების XV კონკურსის გამარჯვებულია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „თირინი“ საერთაშორისო ხელოვნების XV კონკურსის გამარჯვებულია. საქართველოს, ბულგარეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის 20-მდე შემოქმედებით ჯგუფს შორის „თირინმა“ პირველი ადგილი დაიკავა და ჟიურის მოწონება დაიმსახურა საუკეთესო ფოლკლორული ნიმუშის წარდგენისა და შესრულებისათვის. ღონისძიების ორგანიზატორებმა ანსამბლის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. უნივერსიტეტის ფოლკლორულ ანსამბლ „თირინს“ ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა