ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ინდივიდუალურ მობილობას დიუსელდორფის უნივერსიტეტში გერმანული ფილოლოგიის მიმართულებით.
მობილობა განხორციელდება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში.
მობილობის ხანგრძლივობა: 4 თვე
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
- ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
- არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
- კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
- კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ უნივერსიტეტში (არაუმეტეს 3 უნივერსიტეტისა);
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!!!
კონკურსის ეტაპები:
I ეტაპი
იმ სტუდენტთათვის, ვინც გადალახავს დადგენილ ბარიერს უცხო ენაში ტესტირების გამოცდის დროს:
2020 წლის 24 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით (18:00 საათამდე) - დადგენილი საბუთები უნდა გამოაგზავნოთ ბსუ-ს სტარტეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge და ასევე მატერიალური სახით - ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით
II ეტაპი
2020 წლის 11 მარტი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
არასრულად წარმოდგენილი საბუთების პაკეტი არ განიხილება!!!
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
სტიპენდია მოიცავს:
1. უფასო სწავლას,
2. თვიურ სტიპენდიას,
3. მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
ხშირად შეამოწმეთ პირადი ელ. ფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებ -გვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!
სასწავლო ხელშეკრულება ერაზმუს+უკან |