შემეცნებითი სტუდენტური კონკურსი “ლიტჰაიკერი“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება შემეცნებით სტუდენტურ კონკურსს “ლიტჰაიკერი“. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობას და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზებას.

კონკურსში ჩართვა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ.

სტუდენტები პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც გამომცემლობის მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ.

- I ადგილი - 500 ლარი + 500-ლარიანი ვაუჩერი

- II ადგილი - 300-ლარიანი ვაუჩერი

- III ადგილი - 150-ლარიანი ვაუჩერი

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 მაისი, 23:59 საათი

კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „სულაკაურის გამომცემლობის“ ორგანიზებით ხორციელდება.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული:

https://forms.gle/ASJWdBUzdMRUvQ3v7

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა