ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენდმა სასტუმრო ,,დრიმლენდ ოაზისში", კარანტინში მყოფ მოქალაქეებს სიურპრიზი მოუწყო და გიორგობის დღესასწაული ორიგინალურად მიულოცა. ბსუ-ს ბენდის წევრებმა ერთსაათიანი კონცერტით კარანტინში მყოფი ადამიანები გაამხნევეს და ორკვირიანი ერთფეროვანი ყოველდღიურობა მცირედით გაუხალისეს.
უკან |