კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად

1. 2020 წლის 1 ივნისს გამოცხადდეს არჩევნები საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - ბსუ) რექტორის თანამდებობის 2020 წლის 20 ივლისიდან დასაკავებლად.

2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

3.    ბსუ-ს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

ბ) 5 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ)  სამოქმედო გეგმის წარმოდგენა.

 

4. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ–ს საარჩევნო კომისიაში (ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35, პირველი კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N13), 2020 წლის 1 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით,  10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე.

5. კანდიდატმა ამ დადგენილების მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში საარჩევნო კომისიაში სარეგისტრაციოდ  უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ)  ფერადი ფოტო, ზომით ¾;

გ) ავტობიოგრაფია (СV);

დ) უმაღლესი განათლების (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლი;

ე) ბსუ-ს განვითარების სამოქმედო გეგმა;

ვ) ინფორმაცია შრომითი საქმიანობის შესახებ (დასაქმების ადგილიდან გაცემული ცნობა/დამოწმებული ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან/და სხვა, კანონმდებლობითი დადგენილი წესით გაცემული ცნობა);

ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

თ)  ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

6. დადგენილ ვადაში რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვა აკადემიური საბჭოს მიერ დაიწყოს 2020 წლის 15 ივლისს, 12:00 სთ-ზე.

7. ბსუ-ს რექტორის  არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 15 ივლისს, 15:00 სთ-ზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა