ბსუ-ს რექტორი მეორე ვადით მერაბ ხალვაში გახდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდა. მერაბ ხალვაშს აკადემიურმა საბჭომ სიითი სრული შემადგენლობით, 11 ხმით მხარი დაუჭირა  და რექტორად მეორე ვადით აირჩია. არჩევნებში  ორი კანდიდატი - მერაბ ხალვაში და ინგა შამილიშვილი მონაწილეობდა. კენჭისყრის დაწყებამდე რექტორობის კანდიდატებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საკანონმდებლო ორგანოს წევრებს სამოქმედო გეგმა გააცნეს. უნივერსიტეტის რექტორის უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია.

მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებებია:

  • თანამედროვე სტანდარტებზე, მაღალი ხარისხსა და დასაქმებაზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების მიღება;
  • ბსუ-ს სოციალური როლის ზრდა რეგიონისა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
  • ინტერნაციონალიზაცია სწავლის, სწავლებისა და კვლევის მიმართულებით;
  • ღირებული, ფუნდამენტური და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე კვლევების განხორციელება;
  • უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება სწავლის, სწავლების, კვლევის და სტუდენტური ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების როლის გაზრდა სწავლა-სწავლების, მეცნიერების მიმართულებით;
  • კრიზისების მართვის ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბება და ბიზნესის უწყვეტობის მიღწევა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა