ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. გამოცხადდა ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,ბსუ“)  აკადემიური თანამდებობების (ასოცირებული პროფესორების, ასისტენტ-პროფესორებისა  და ასისტენტების) დასაკავებლად; 
  2. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2020 წლის 07 სექტემბრიდან 09 სექტემბრის ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi2020@bsu.edu.ge);
  3. კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 10 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით;
  4. საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2020 წლის 14 სექტემბრისა  გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
  5. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ შრომითი ურთიერთობა დაიწყება კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის 2020 წლის 7 აგვისტოს ბრძანების დანართი 1-ში აღნიშნული ვადიდან. 
  6. კონკურსის ძირითადი პირობებია:
    1. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები;

დ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასისტენტ-პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

6.2 ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

 ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

 ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

 გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა;

  1. ასისტენტის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორანტი.
  2. "უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.

7. ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობების დაკავების მსურველებმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინონ:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო– პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი  დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

გ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი მიმართულების სილაბუსი (სილაბუსები);

დ) ამ წესით მოთხოვნილი ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას (საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის);

ე) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე;

ვ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);

თ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადაა 15 დღე, აღნიშნულიდან გამომდინარე საპროცედურო კომისიაში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ეს ცნობა უნდა იყოს მოქმედი);

ი) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა - საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსის (სილაბუსების) შესაბამისი მინიმუმ ერთი სახელმძვანელო/სალექციო კურსის/რიდერის ელექტრონული ვერსია (იმ ენაზე, რომელენაზეც ტარდება ლექცია) და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პერიოდში მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები);

კ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა - ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა.

8.. ასისტენტის თანამდებობის დაკავების მსურველმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) სამოტივაციო წერილი;

გ) შესაბამისი აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (გაცემული საკონკურსო განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში);

ე) 2 ფოტოსურათი, ზომით 3x4.

ვ)  ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადაა 15 დღე, აღნიშნულიდან გამომდინარე საპროცედურო კომისიაში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ეს ცნობა უნდა იყოს მოქმედი);

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროცედურო კომისის ასევე უნდა წარუდგინონ:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული  ფორმა - დანართი 2);

ბ) კონკურსანტის ანკეტა (ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული  ფორმა - დანართი N3).

10.  65 წელს მიღწეული პირის კონკურში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხს ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტს ბსუ-ს აკადემიური საბჭო და მიღებული დადგენილება გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე;

11.  ბსუ-ს წესდების, ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების  წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილების და ,,ბსუ-ს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2020 წლის 7 აგვისტოს ბრძანების გაცნობა, ასევე კონკურსანტის განცხადებისა და ანკეტის ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდიდან - bsu.edu.ge  (იხილეთ კონკურსების ველი).

  ბრძანება
  კონკურსანტის განაცხადის ფორმა
  ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
  აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი (კოდიფიცირებული 2020)
  ბსუ აფილირების წესი 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით
  ეთიკის კოდექსი 2020 წლის მდგომრეობით
  2020 წლის სექტემბერში ბსუ-ს აკედემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
  კონკურსანტის ანკეტა
  დელეგირება და შრომების დამოწმება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა