საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულმა გვარდიამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეროვნული გვარდიის აქტიური სარეზერვო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა. ამ ეტაპზე ადლიაში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის შემადგენლობაში რეზერვისტად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 სტუდენტი ირიცხება. ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს მადლობის სიგელი ტერიტორიული რეზერვისტების შეკრებაზე გადასცეს.
უკან |