უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს თსუ-ს საიუბილეო მედალი გადაეცა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს  თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის საიუბილეო მედალი გადასცა. თსუ  მედალს ანიჭებს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებასა და უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაში.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა