დიგიტალური ჰუმანიტარიის IX საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ციფრული რუსთველოლოგია“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის დიგიტალური ჰუმანიტარიის IX საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ციფრული რუსთველოლოგია“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ციფრული რუსთველოლოგიის საზაფხულო სკოლა საქართველოში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამივე საფეხურის 20-მდე სტუდენტი. ღონისძიება მიზნად ისახავს მსმენელებისთვის თეორიული ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, ჩაერთონ „ვეფხისტყაოსნის“ მულტილინგვური პარალელური კორპუსის“ შექმნაში.

სეზონური სკოლა ბსუ-სა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში იმართება. ფრანკფურტის უნივერსიტეტში დაარსებულ რუსთაველის კაბინეტში შექმნილია „ვეფხისტყაოსნის“ პარალელური კორპუსის“ საპილოტე ვერსია, რომელშიც პოემის 15 თარგმანია წარმოდგენილი.

საზაფხულო სკოლა ინტერდისციპლინურ პროგრამას შესთავაზებს მსმენელებს:

I. თეორიულ ბლოკში ლექციებს წაიკითხავენ ევროპასა (გერმანია) და საქართველოში (თბილისი, ბათუმი) მოღვაწე მეცნიერები, დარგის ცნობილი ექსპერტები დიგიტალურ ჰუმანიტარიასა და დიგიტალურ ლიტერატურათმცოდნეობაში, კერძოდ,  რუსთველოლოგიაში. საგანგებო ყურადღება დაეთმობა დიგიტალური ქართველოლოგიის მიღწევებისა და განვითარების პერსპექტივებს; აგრეთვე, აღნიშნული პროფილის ქართული და საერთაშორისო ელექტრონული რესურსების (ARMAZI, ECLinG, CauPal, SSGG, GeoPal, GDC, GNC, DigiArchive, Spoken BNC2014, ELDP– SOAS, BSU-DigiArchive) სტუდენტებისათვის გაცნობას. აღნიშნული ბლოკი განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

II. პრაქტიკული ბლოკი ითვალისწინებს საერთაშორისო ვორკშოპს ციფრული რუსთველოლოგიისა და ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივის ტექნოლოგიური ჩარჩოს შექმნის საკითხებზე.  ვორკშოპის ჩასატარებლად მოწვეულია ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი  მანანა თანდაშვილი – „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსის პროტოტიპული ვერსიის კონცეპტუალური ჩარჩოს შემქმნელი, დოქტორი არმინ ჰოენენი („ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსის პროტოტიპული ვერსიის ტექნოლოგიური ჩარჩოს შემქმნელი), დიგიტალური ქართველოლოგიის სპეციალისტი დოქტ. მარიამ ყამარაული და სხვები. აღნიშნული ბლოკი განკუთვნილია დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის.


საზაფხულო სკოლის პროგრამა

25 აგვისტო

12.00 – 14. 00 საზაფხულო სკოლის მონაწილეთა რეგისტრაცია
15.00 – 16. 00 საზაფხულო სკოლის გახსნა

26 აგვისტო
ლექციები და სემინარები დიგიტალურ ქართველოლოგიაში
10.00-11.30 რამაზ ხალვაში - დიგიტალური ჰუმანიტარია (შესავალი)
12.00-13.30 მანანა თანდაშვილი - დიგიტალური ქართველოლოგია
14.30-15.30 მზია ხახუტაიშვილი, ნანა ცეცხლაძე, რუსუდან პაპიაშვილი, გრიგოლ კახიანი - დიგიტალური  არქივირება - მიზნები, ტექნოლოგიები,  პერსპექტივები (ბათუმის ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივის მაგალითზე)
16.00- 17.00 მარიამ ყამარაული - ქართული ენის ეროვნული კორპუსის სამომხმარებლო ინტერფეისი

27 აგვისტო

ვორკშოფი ციფრულ რუსთველოლოგიაში
10.00-11.30 მანანა თანდაშვილი - დიგიტალური რუსთველოლოგია
12.00-13.30 მარინა გიორგაძე - პოეტური ფორმულები და კლიშეები ვეფხისტყაოსანში
14.30-15.30 ნანა ტრაპაიძე - ინფორმაციული კრიტიკა დიგიტალურ ლიტერატურათმცოდნეობაში - მიზნები და ამოცანები
16.00- 17.00 არმინ ჰოენენი - რუსთაველის თარგმანების პარალელური კორპუსის ტექნოლოგიური ჩარჩო

28 აგვისტო

ვორკშოფი ციფრულ რუსთველოლოგიაში
10.00-11.30 იოსტ გიპერტი - კომპლექსური მორფოლოგია და მისი გავლენა ლექსიკოლოგიაზე (ქართველურ ენათა მაგალითზე)   
12.00-13.30 მანანა თანდაშვილი -  „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსის ალინირების ძირითადი პრინციპები
14.30-15.30 პრაქტიკული მუშაობა -  „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების კორპუსლინგვისტური დამუშავება ალინირების პრინციპების გათვალისწინებით
16.00- 17.00  პრაქტიკული მუშაობა -  „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების კორპუსლინგვისტური დამუშავება ალინირების პრინციპების გათვალისწინებით

29 აგვისტო

ტუტორიუმი დიგიტალურ ჰუმანიტარიაში
10.00-11.30 რამაზ ხალვაში, მზია ხახუტაიშვილი, ნანა ცეცხლაძე  - ტუტორიუმი დიგიტალურ ჰუმანიტარიაში
12.00-13.30 მანანა თანდაშვილი, მარიამ ყამარაული - ტუტორიუმი დიგიტალურ ქართველოლოგიაში
14.30-15.30 რუსუდან პაპიაშვილი - ტუტორიუმი დიგიტალურ არქივირებაში
16.00- 17.00 მანანა თანდაშვილი, არმინ ჰოენენი - ტუტორიუმი დიგიტალურ რუსთველოლოგიაში

30 აგვისტო

10.00 – 17.00 სტუდენტური პრეზენტაციები

31 აგვისტო

11.00 – 12.00 საზაფხულო სკოლის ოფიციალური დახურვა 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა