ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამა ბსუ-ს სტუდენტებისთვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+-ის გაცვლით პროგრამას 2020 - 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შემდეგ უნივერსიტეტებში:

  1. მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, ლიტვა.
    Mykolas Romeris University
    ზოგადი ინფორმაცია და სასწავლო კურსები იხილეთ აქ
  1. კორდობას უნივერსიტეტი, ესპანეთი.
    University of Cordoba
    კორდობას უნივერსიტეტში მობილობისათვის სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე
    დეტალური ინფორმაცია, რეგისტრაციისა და ზოგადი ინფორმაციის შესახებ იხილეთ აქსასწავლო კურსები
  1. არისტოტელეს თესალონიკის უნივერსიტეტი, საბერძნეთი.
    Aristotle University of Thessaloniki
  1. ნორმანდიის რუანის უნივერსიტეტი, საფრანგეთი.
    University of Rouen Normandy - აპლიკანტი უნდა ფლობდეს ფრანგულ (B2 დონე) ან ინგლისურ ენას (B1 დონე).
  1. ზაარლანდის უნივერსიტეტი - Saarland University
    დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ

ზაარლანდის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ყველა საფეხურის სტუდენტისთვის, შემდეგი მიმართულებებით:

  • ფარმაცია
  • ქიმია
  • ბიოლოგია

აპლიკანტი უნდა ფლობდეს გერმანულ ენას B1 დონე ან ინგლისური ენა B2 დონე

  1. ცენოვის ეკონომიკის აკადემია, ბულგარეთი.

D. A. Tsenov Academy of Economics - https://www.uni-svishtov.bg/en

ცენოვის ეკონომიკის აკადემია აცხადებს მიღებას ყველა საფეხურის სტუდენტისთვის შემდეგი მიმართულებებით:

  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • მენეჯმენტი
  • მარკეტინგი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • კონკურსში მონაწილეობის პირობები:
  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
    • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
    • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
    • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი.
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ უნივერსიტეტში (არაუმეტეს 3 უნივერსიტეტისა);
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!

კონკურსის ეტაპები მიკოლას რომერის, არისტოტელეს თესალონიკისა და ნორმანდიის რუანის უნივერსიტეტებში მობილობისთვის

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

2020 წლის 26 ოქტომბრიდან - 2020 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე)

https://registration.bsu.ge/ და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge.

დოკუმენტების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

დოქტორანტურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • მაგისტრატურის საფეხურის  დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე),
  • დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან

შენიშვნა:

1.      დაინტერესების წერილი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Erasmus@bsu.edu.ge  არაუგვიანეს 2020 წლის  13 ნოემბრისა.  მათი ატვირთვა ელექტრონული რეგისტრაციისას არ  არის სავალდებულო!

2.      VI სემესტრის დოქტორანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ფაკულტეტის დეკანის მიერ მომზადებული ცნობა იმის შესახებ, რომ დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობით ამ დოქტორანტს უხანგრძლივდება ბსუ-ში სწავლის ვადა (უწევს სემესტრის ან სასწავლო წლის დამატება).

განცხადებაში სტუდენტმა უნდა მიუთითოს: სპეციალობა, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა, ტესტირების ჩაბარების უცხოური ენა და შესაბამისი დონე, მიმაგრებული ფაილის სახით წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მეოერე ეტაპი - ტესტირება:

ინგლისური ენა (B1/B2 დონე); ფრანგული ენა (B2 დონე) - 2020 წლის 12 ნოემბერი.

მესამე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან -2020 წლის 12 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია ტესტირებისა და გასაუბრების ჩატარების შესახებ იქნება ცნობილი მოგვიანებით.

სტიპენდია მოიცავს:

1. უფასო სწავლას;

2. თვიურ სტიპენდიას;

3. მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!

დანართის სახით იხილეთ სასწავლო ხელშეკრულება

და განცხადების ფორმა

  სასწავლო ხელშეკრულება
  განცხადების ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა