ბსუ-ს სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია - 2021

სურათი

2021 წლის 18-19 ივნისს გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა საუნივერსიტეტო   სამეცნიერო კონფერენცია  - 2021. სტუდენტმა კონფერენციაში მონაწილეობისთვის 2021 წლის 7 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით portal.bsu.edu.ge-ზე უნდა დაარეგისტრიროს სამეცნიერო ნაშრომის სათაური და სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი-გვარი (აკადემიური თანამდებობის მითითებით).

 

რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ:
portal.bsu.edu.ge - ის - კარიერული ოფისი -  კონფერენციები - საუნივერსიტეტო კონფერენცია

საპრიზო კატეგორიები:
      I ადგილი - 150 ლარი;
      II ადგილი - 100 ლარი;
      III ადგილი 50 ლარი.


I, II და III კატეგორიაში გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება 2021 წლის ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულში;
სხვა მონაწილეებს კი გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობისთვის სიგელი.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  1. 2021 წლის 7 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის სათაურისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის დარეგისტრირება;
  2. 2021 წლის 8 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის, ნაშრომის ორიგინალობის (პლაგიატის არარსებობის შესახებ) და სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნის განთავსება/დარეგისტრირება სტუდენტურ პორტალზე;
  3. 2021 წლის 12 ივნისი - კონფერენციის I ეტაპზე არაუმეტეს 10 საუკეთესი ნაშრომის გამოვლენა;
  4. 2021 წლის 18-19 ივნისი - კონფერენციის გამართვა - II ეტაპზე გადასული სამეცნიერო ნაშრომების საჯარო წარდგენა;
  5. 2021 წლის 22-23 ივნისი - კონფერენციაზე გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენა და დაჯილდოება.

კონფერენციის ორგანიზატორები: 

  1. სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი;
  2. სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ;
  3. ბსუ-ს ფაკულტეტები;
  4. სამეცნიერო კვლევების სამსახური.

კონტაქტი: sss@bsu.edu.ge
 

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა