DITECH -ის პირველი ეროვნული შეხვედრა გაიმართა

სურათი

„Erasmus+“-ის პროგრამის გამარჯვებული პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH“) პირველი ეროვნული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით. პირველ ორდღიან ეროვნულ შეხვედრაში პროექტის მონაწილე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები გაეცნენ პროექტის მომზადების, განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფის, მენეჯმენტისა და შედეგების დისემინაციის ეტაპებს. ასევე იმსჯელეს პროექტის ბიუჯეტის, პარტნიორული ხელშეკრულების პირობებისა და სხვა ლოგისტიკურ საკითხებზე.

პროექტის მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვითარებისა და დანერგვის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ინოვაციური პროგრამები და ტრენინგკურსები აკადემიური პერსონალის ციფრული კომპეტენციისა და უნარების გასაუმჯობესებლად, მოხდება ცოდნის გადაცემის მეთოდების დივერსიფიკაცია, მათ შორის ონლაინ/შერეული სწავლების საშუალებით. სამწლიანი პროექტის ძირითადი სამიზნე ჯგუფებია  სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მომავალი/მოქმედი მასწავლებლები.

კონსორციუმის მუშაობაში ჩართული საქართველოსა და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტები: 

  • ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კოორდინატორი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კოორდინატორი საქართველოში;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი;
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
  • კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა);
  • კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია).

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა