ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის

სურათი

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

24 თებერვალს, 17:00 საათზე, ბსუ-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ონლაინ ღია კარის დღეების ფარგლებში, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფესორი ლევან ჯაყელი აბიტურიენტებისთვის გამართავს ონლაინ შეხვედრას.

ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი ისაუბრებს  ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, სწავლის პირობებზე, სტიპენდიებსა და გაცვლით პროგრამებზე.

პირდაპირი ჩართვისას აბიტურიენტებს შეუძლიათ დასვან შეკითხვები და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია.

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • სამართალმცოდნეობა
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ევროპისმცოდნეობა
  • საჯარო მმართველობა
  • ფსიქოლოგია

დამატებით, შეგიძლიათ იხილოთ ბსუ-ს პრეზენტაცია აბიტურიენტებისთვის:

https://bsu.edu.ge/main/page/9750/index.html

ასევე, ვირტუალური ტურის მეშვეობით შეგიძლიათ დაათვალიეროთ უნივერსიტეტის შენობა, ლაბორატორიები და სასწავლო რესურსები:

https://bsu.edu.ge/360/


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა