დისკუსია ბსუ-ში - 100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

სურათი

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით, დისკუსია გაიმართა თემაზე: ,,1921 წლის საქართველოს ოკუპაციის ფაქტი ისტორიულ-სამართლებრივ კონტექსტში". პროფესორ-მასწავლებლებმა იმსჯელეს 100 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე. დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: I მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო ვითარება, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ კავკასიაში არსებული მდგომარეობა, ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

ღონისძიების მონაწილეებმა ასევე გაიხსენეს საბჭოთა რუსეთის მიერ პროვიცირებული გამოსვლები, აზერბაიჯანისა და სომხეთის იძულებითი გასაბჭოება, 1920 წლის 7 მაისის საქართველო - საბჭოთა რუსეთის ხელშეკრულება, ლორეში დაწყებული აჯანყება, შულავერის კომიტეტის შექმნა და რამდენიმე მიმართულებით საქართველოზე შეტევის დაწყება, საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ქვეყნის ოკუპაცია.

   მომხსენებლები:

  • ბსუ-ს პროფესორი - ოთარ გოგოლიშვილი
  • ბსუ-ს ასოც. პროფესორი - ჯემალ კარალიძე
  • ბსუ-ს ასოც. პროფესორი - ირაკლი გორგილაძე
  • ბსუ-ს მოწვეული ლექტორი - ნიკოლოზ მეგრელიშვილი
     

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა